მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nokia-ს პირველი Android მოწყობილობის გამოშვების თარიღი ცნობილია

5979f5081434e
BM.GE
27.07.17 18:13
1267
ფინური კომპანიის HMD Global ახალი მოწყობილობა Nokia 8 მომდევნო თვეში გამოვა.

მწარმოებელმა მედიის წარმომადგენლებს მოსაწვევები უკვე გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ახალ სმარტფონს 16 აგვისტოს, ლონდონში წარადგენენ.

The Verge-ის ინფორმაციით, Nokia-ს პირველი Android მოწყობილობა Carl Zeiss-ის ლინზებით აღიჭურვება. ტელეფონს ორმაგი 13 მეგაპიქსელიანი კამერა და 5.3 დიუმიანი 1440p ეკრანი ექნება. სმარტფონი Qualcomm-ის უახლესი პროცესორით იქნება აღჭურვილი.

მობილური ოთხ ფერში გამოვა. მისი ფასი ევროპაში 589 ევრო იქნება.