მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nokia 8 ოფიციალურად წარადგინეს

599594a830575
BM.GE
17.08.17 17:02
1530
სმარტფონების სამყაროში ფინური Nokia რამდენიმე თვეა, რაც დაბრუნდა. კომპანიამ HMD Global, რომელიც ლეგენდარული ფინური ბრენდის სმარტფონებზე მუშაობს ლონდონში ოფიციალურად წარადგინა დიდი ხნის ნანატრი ახალი ფლაგმანური სმარტფონი Nokia 8.

კომპანიამ ყურადღება მოწყობილობის აწყობის ხარისხზე გაამახვილა და სიახლე მხოლოდ 40 ეტაპიანი ტესტირების შემდეგ გამოუშვა. განახლებულ მოწყობილობას 13-მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა, 2560 x 1440 გაფართოების 5.3-ინჩიანი ეკრანი და 64 გბ შიდა ფლეშ მეხსიერება აქვს.
სმარტფონი 2 სიმბარათზე მუშაობს.

Nokia 8-ს მთავარ კამერას 4K ვიდეო OZO-ს ტექნოლოგიის 360 გრადუსიანი ხმის ჩაწერის შესაძლებლობით შეუძლია გადაღება. Nokia-ს განახლებული სმარტფონის ელემენტი 3090 მილიამპერიანია. მას სრულიად სუფთა Android 7.1.1 სისტემა აქვს. ზომები 151.5 x 73.7 x 7.9 მმ, ხოლო წონა - 160 გრამია.

აღსანიშნავია, რომ Nokia 8 ოთხ ფერშია წარმოდგენილი: პრიალა სპილენძისფერი, ლურჯი, გლუვი ლურჯი და გლუვი ფოლადისფერი. მყიდველს მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შეუძლია. ევროპაში სმარტფონის ფასი 599 ევრო იქნება და მისი მიწოდება ბაზრებზე სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყება.