15.დეკემბერი.2015 16:55
საფინანსო სექტორი

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 19 მილიონი დოლარით შემცირდა

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 19 მილიონი დოლარით შემცირდა
2015 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 85.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 204.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.3 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.

ნოემბერში საბერძნეთიდან ფულადმა გზავნილებმა 8,7 მილიონი დოლარი შეადგინა, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 10,2 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საბერძნეთის წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში 14 პროცენტი იყო.

8,3 მილიონი დოლარი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 10.2 პროცენტია. 33 მილიონი დოლარი შემოვიდა რუსეთიდან. რუსეთის წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 39 პროცენტია. 9,7 პროცენტამდე გაიზარდა აშშ-ს წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში. ნოემბერში აშშ-დან საქართველოში 8,2 მილიონი დოლარი შემოვიდა.

5 მილიონით განისაზღვრა ფულადი გზავნილები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან კი 1,3 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა.

ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.7 მლნ აშშ დოლარი (35,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (28.0 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.



23.იანვარი.2019 17:39
996

დღეიდან 200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

ვრცლად
23.იანვარი.2019 16:36
170

სებ-მა $15,000,000 შეისყიდა

ვრცლად
22.იანვარი.2019 22:34
128

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
22.იანვარი.2019 19:32
315

საბანკო ბარათებით დეკემბრის ტრანზაქციებმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა

ვრცლად
22.იანვარი.2019 16:36
181

ბანკების წმინდა მოგება დეკემბერში მეხუთედით შემცირდა

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:00
134

კობა გვენეტაძე Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა

ვრცლად