მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოდარ ხადურმა მინისტრთა კაბინეტს 2015 წლის‪ ‎ბიუჯეტის‬ კორექტირების ინიციატივით მიმართა

5640452b28165
ბიზნესკონტაქტი
09.11.15 10:52
1088
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს ითხოვს. წინადადებით ხადურმა მინისტრთა კაბინეტს მთავრობის სხდომაზე მიმართა.

"ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით მინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ამავე დროს ჩვენ 283 მილიონი მილიონით გვინდა შევამციროთ სესხება შიდა ბაზარზე – სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში. 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. არის კიდევ გარკვეული დეტალი, მაგალითად გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით, ამავე დროს აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნოდარ ხადურმა.

მინისტრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს.