10.აპრილი.2016 17:36
ეკონომიკა

ნოდარ ხადური: ჩვენ არ ვფიქრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე, ბიუჯეტი სრულდება

ნოდარ ხადური: ჩვენ არ ვფიქრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე, ბიუჯეტი სრულდება
როგორც ცნობილია, მოგების გადასახადის რეფორმა 2016 წლის 1 ივლისის ნაცვლად, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ასეთი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესის გარკვეული ნაწილის რეკომენდაციის და თხოვნის შედეგად მიიღო. გადავადებულმა რეფორმამ გადაავადა მთავრობის მიერ დაანონსებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაახლოებით, 400 მლნ ლარით შემცირება. მოგების გადასახადის რეფორმის გადავადების გამო, გაჩენილ ეჭვებსა და კითხვებზე "ბიზნესკონტაქტი" ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ესაუბრა.

- ბატონო ნოდარ, ფინანსთა სამინისტრომ ვერ დაინახა ის რისკები, რაც - ბიზნესმა?

- იცით, რა არის, ფინანსთა სამინისტრო ფიქრობდა, რომ რაც უფრო სწრაფად დაიწყებდა პროცესს, ამით არაფერი დაშავდებოდა. მე მართლა გამიკვირდა, როცა ინვესტორთა საბჭოს პირველ დიდ შეხვედრაზე ბიზნესმენებიდან წამოვიდა გადავადების ინციტიავა. ბიზნესმენებმა თქვეს, რომ ახალი ახალი დეკლარაციებია შესამუშავებელი, რომელსაც უნდა გაეცნონ კომპანიების საფინანსო სამსახურების თანამშრომლები, მათი გადამზადებაა საჭირო, ამიტომ მათგან წამოვიდა ეს წინადადება. საკითხი გავაანალიზეთ მთავრობაშიც და ვნახეთ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია, გავიზიაროთ მათი ეს პოზიცია. არ უნდა შეუქმნა ბიზნესს დამატებითი პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ აღრიცხვიანობა გაურთულო, თუნდაც მოკლე პერიოდით. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა კანონპროექტმა საბოლოო სახე მიიღო, აღინიშნა, რომ მომავალი ფისკალური წლიდან ამოქმედდება.

- თქვენც დაგანახათ ბიზნესმა ეს რისკები თუ უბრალოდ, დაეთანხმეთ?

- კი, რა თქმა უნდა, დაგვანახა... საკითხი გავიარეთ ერთობლივად, ვნახეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ მათ შორის დეკლარაციების მომზადებაზე, საკანონმდებლო ბაზის მომზადებაზე და ა.შ. სხვა საკითხებზე რომ არ ყოფილიყო გარკვეული ხარვეზები, სჯობდა ამოქმედებულიყო 2017 წლიდან.

- ბიზნესს რომ არ დაენახებინა ეს პრობლემები?

- ჩვენ მზად ვიყავით, რომ 1 ივლისიდან აგვემოქმედებინა ახალი კოდექსი. ასეთი იყო მთავრობის გადაწყვეტილება და თავდაპირველი მოსაზრება, მაგრამ შემდეგ ბიზნესისგან იყო ძალიან საინტერესო არგუმენტი, რომ რადგან ახალი რეფორმით ბიზნესს მოგების დეკლარირება ყოველთვიურად მოუწევს, პირველი დეკლარირება მოუწევდა დაახლოებით, 15 აგვისტომდე და შეიძლება აღმოჩენილიყო გარკვეული ტიპის ხარვეზი, რომელიც საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს. ეს კი ისეთი დროა, როცა პარლამენტი არ მუშაობს და საკანონმდებლო უწყება შეიკრიბება მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში. შესაბამისად, თავისთავად ცხადია, სჯობს, გავაგრძელოთ მუშაობა ბიზნესთან, შევიმუშაოთ ნორმატიული ბაზა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის და შემოსავლების სამსახურის ბრძანებები, შევიმუშაოთ ასევე რეკომენდაციები, ინსტრუქციები, გავაგრძელოთ ბიზნესთან კომუნიკაცია და თუ აღმოვაჩინეთ, რომ რამე საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, ნოემბერსა და დეკემბერში უკვე ახალი პარლამენტი იქნება და გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება.

- გამოდის, რომ ბიზნესი მთავრობაზე წინდახედული აღმოჩნდა?

- ერთად ვიხედებით...

- გასაგებია, რომ რეფორმა გადავადებულია, მაგრამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას რა უდგას წინ?

- ვამცირებთ.. ჩვენ ვაპირებთ არა ადმინისტრაციული ხარჯების ზოგადად შემცირებას, არამედ მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას, რომ გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

- დაახლოებით, რამდენით შემცირდება?

- მოდით რა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, გარკვეული მონახაზები, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურულ სამინისტროებთან და სხვა დარგობრივ უწყებებთან, რათა რესურსების ოპტიმიზაცია მოხდეს და ეს რესურსები მიიმართოს რეალისტური პროექტების განსახორციელებლად.

- ანუ ჯამურად საბიუჯეტო ხარჯები წელს არ შემცირდება?

- ჩვენ არ ვფიქრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე. ბიუჯეტი სრულდება.
ავტორი: თელარა გელანტია



20.ნოემბერი.2018 17:22
167

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
282

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
706

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
83

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
95

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
68

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად