04.იანვარი.2016 13:13
ეკონომიკა

ნოდარ ხადური: არ გამოვრიცხავ, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტზე მეტი იყოს

ნოდარ ხადური: არ გამოვრიცხავ, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტზე მეტი იყოს
ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3 პროცენტზე მეტი იყოს.
 
„წლიური ეკონომიკური ზრდა უკვე არის 3 პროცენტი. 16 იანვარს გვექნება მონაცემები, როგორი იყო დეკემბერი დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის თვალსაზრისით. არ გამოვრიცხავ, რომ 2015 წლის განმავლობაში 3 პროცენტზე ცოტა მაღალიც იყოს ეკონომიკური ზრდა.

სესხი ნაკლები ავიღეთ, პრივატიზაციის გეგმა შესრულებულია, გადაჭარბებაც არის 5 მილიონი ლარით, 285 მილიონია ჩარიცხვა“, - განაცხადა მინისტრმა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“.

შეგახსენებთ, რომ 11 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტია.



23.მაისი.2018 16:43
7

„საქართველოში შემოსული საწვავი შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს და არაფერია საგანგაშო“

ვრცლად
23.მაისი.2018 15:40
98

ქალაქები, რომლებშიც სოციალურ უზრუნველყოფაზე ყველაზე მეტი თანხა იხარჯება

ვრცლად
23.მაისი.2018 15:22
18

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

ვრცლად
23.მაისი.2018 15:10
64

მთავრობამ დეკემბერში საშუალო თვიური ხარჯი გააორმაგა

ვრცლად
23.მაისი.2018 14:00
169

"აწარმოე საქართველოში" განახლებულ სტრატეგიას ივნისში წარმოადგენს

ვრცლად
23.მაისი.2018 12:15
125

ყველაზე განვითარებადი სექტორები იმერეთში

ვრცლად