13.სექტემბერი.2018 18:07
საზოგადოება

ნოდარ ჯავახიშვილი: ბევრი გზა უხარისხოდ კეთდებოდა

ნოდარ ჯავახიშვილი: ბევრი გზა უხარისხოდ კეთდებოდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე და რეგიონული განვითარებისა და ინსტრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილი იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით საქართველოში არსებობს.

როგორც ჯავახიშვილმა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს გამართული კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით პრობლემებია.

„იცით, რომ საქართველოში, გინდა საკვების ხარისხი აიღეთ და გინდა - საწვავის, ყველგან არის პრობლემები და კითხვის ნიშნები. საქართველოში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დანერგილია ასეთი პრაქტიკა, რაც ვთვლი, რომ მავნეა - როდესაც მუნიციპალიტეტი მომწოდებელს, ანუ შემსრულებელს ავალებს, რომ მან მოუტანოს შემსრულებელს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნა და როგორც წესი, შემდეგ ხერხდება, რომ ექსპერტიზას მიმწოდებელმა დააწერინოს ისეთი დასკვნა, როგორიც თვითონ სჭირდება და მთლად არ შეესაბამება რეალობას. მინდა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამაც მიაქციოს ამას ყურადღება, რომ ხარისხის კონტროლი უნდა განახორციელოს შემსყიდველმა, ანუ ამ შემთხვევაში მუნუციპალიტეტმა. ფულს მაინც მუნიციპალიტეტი იხდის და გამოდის, რომ მუნიციპალიტეტის ფულით „აწყობს“ კონტრაქტორი საექსპერტო ბიუროსთან და ვღებულობთ უარყოფით შედეგს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ „ეს პრაქტიკა თუ შეიცვლება, აღარ იქნება ამდენი უხარისხოდ გარემონტებული ბაღი, გზა, თუ ა.შ“.

კითხვაზე, სახელმწიფო შესყიდვების მხრივ რა პრობლემებს გამოარჩევდა მისი ინფრასტრუქტურის მინისტრობის პერიოდში, ჯავახიშვილმა პასუხად განაცხადა, რომ „თუ ქვეყანაში რაიმეს კონტროლის ნაკლია, ის ყველა სისტემაზე აისახება“.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროზე შეიძლება, იმდენად არის ლაპარაკი, რამდენადაც ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა ამ თვალსაზრისით, თორემ დარღვევები თუ ხდება, კანონმდებელს, მაკონტროლებელს, ან შემსრულებელს რაღაც გამორჩენილი თუ აქვს, ეს ყველა სფეროში იჩენს თავს, ამიტომ მე არ ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში რაღაცით გამორჩეულია, მაგრამ პრაქტიკულად, რაზეც დღეს იყო საუბარი, მაგის გარდა კიდევ ბევრია, ყველა სახის შენიშვნა, შეცდომა, ან დარღვევა არსებობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც შესყიდვების კუთხით. ახლაც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი, თუ რესპუბლიკური მნიშვნელობის გზა უხარისხოდ კეთდებოდა, ავტობანებს თავი რომ დავანებოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაც იყო პრობლემა ექსპერტიზისა, თუმცა ჩვენს ობიექტებს ყოველთვის ჰქონდა მინიმუმ სამხარაულის დასკვნები, მაგრამ როგორც ყველა სფროში, ზოგჯერ ის დასკვნაც არ არის სრულყოფილი, ზოგჯერ შემკვეთი არ აძლევს სწორ დავალებას - გაუგზავნის ისეთ შეკითხვას, როგორიც აძლევს საექსპერტო ორგანიზაციას შესაძლებლობას, რომ არ მისცეს სრულყოფილი პასუხი“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ავტორი: დავით ჯალაღონია



23.თებერვალი.2019 23:00
831

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ ცენტრს 4 სპეცმანქანა გადასცა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1856

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 16:00
1530

დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე ნახევარი მილიონი დასაქმებულია ჩართული

ვრცლად
23.თებერვალი.2019 15:32
784

ხვალ, გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 15:12
888

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია იწყება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 14:58
432

ეკონომიკის სამინისტრო: 2019-2021 წლებში აბონენტების 90%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

ვრცლად