მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოდარ ებანოიძე აქციზის მატებაზე: ვისკი ისედაც არ ღირდა იაფი

565c1af71daaa
BM.GE
30.11.15 13:41
1645
"ვისკის, ჯინის და რომის მომხმარებლები არიან სპეციფიკური მომხმარებლები, ის ისედაც არ ღირდა იაფი", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ებანოიძემ აქციზის ზრდის თემის კომენტირებისას განაცხადა. ებანოიძეს განმარტებით, აღნიშნული პროდუქციის მომხმარებლებისთვის აქციზის გადასახადის მატება არაფერს აზიანებს. 

"აქციზის ზრდა ხდება ვისკზე, ჯინზე და რომზე, - არ მგონია ეს პროდუქცია იყოს იმდენად მნიშვნელოვანი და ისე ფართდ მოიხმარებოდეს, რომ ამით ვთქვათ სხვა ეფექტი ჰქონდეს... ვფიქრობთ, რომ ალკოჰოლის მიმართულებით, ნაკლები კითხვები უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ვისკს, რომს და ჯინს შეეხო ეს მომატება.
 
ვისკის, ჯინის და რომის მომხმარებლები არიან სპეციფიკური მომხმარებლები, ის ისედაც არ ღირდა იაფი. ვისკის, განსაკუთრები მაღალხარისხიანი ვისკის, მომხმარებლებისთვის ეს მატება არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აზიანებდეს", - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ გადაცემა ბიზნესკონტაქტში. 

შეგახსენებთ, რომ ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთი მომავალი წლიდან იზრდება.