მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზამბახიძე: ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი

5c4634b17a8ea
BM.GE
22.01.19 00:59
10862

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საკუთარ facebook-ზე წერს, რომ ის იძულებულია საკუთარი ფერმერული მეურნეობა გაყიდოს. ზამბახიძე წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მას საკმაოდ მძიმე ვითარების გამო უწევს. 

"აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით ეხლა მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი! 8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი, ბევრი გამოწვევა იყო, მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი, დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ ძროხები ბრუცელოზით დაავადდა რატომ ამაზე პასუხი არ მაქვს ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები ფაქტიურად დედის გარეშე ფაქტიურად, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი ამას ყველაფერს ანუ ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!

ეს კომპანია ჩემი, რომ არ ყოფილიყო ამ ამბებს ასე არ დავტოვებდი.

P. S რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას კიდევ უფრო გავაძლიერებ მერწმუნეთ!,"- წერს ზამბახიძე.

რატომ გადაწყვიტა ნინო ზამბახიძემ საკუთარი ფერმერული მეურნეობის გაყიდვა და რა უსამართლობაზე წერს ის, bm.ge ამის შესახებ დეტალურად დაწერს.

ნინო ზამბახიძე 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა. 2017 წელს ნინო ზამბახიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დასახელდა.