მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე: "ცოტა ხანში მივიღებთ ორ "ევექსს"

5c6af1f4ab430
თამუნა ქემერტელიძე
18.02.19 22:41
5097
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი სამედიცინო მომსახურების ბაზარზე ოპერირებას 2 კომპანიით გააგრძელებს.

როგორც “საქმის კურსს” კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძემ განუცხადა, ბაზარზე მალე ორი „ევექსი" იქნება; მათგან ერთი - ჰოსპიტალურ მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული, ხოლო მეორე - პოლიკლინიკური მიმართულებით გააგრძლებს საქმიანობას და მას ცალკე მენეჯმენტი ეყოლება.
ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ჰოსპიტალურ მიმართულებას გიორგი მინდიაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო პირველად ჯანდაცვას კი - გიორგი გორდაძე.

რაც შეეხება ახალი კომპანიის სახელს, გამყრელიძე განმარტავს, რომ მსჯელობა ამ თემაზე გუნდის შიგნით სწორედ ახლა მიმდინარეობს და მას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

“ბოლო წლების “ევექსი” დინამიურად იზრდება. აქ შედის ჩვენი ჯგუფისთვის ორი სტრატეგიული მიმართულება ესაა: ჰოსპიტალური მიმართულება და პირველადი ჯანდაცვის - პოლიკლინიკური მიმართულება. სწორედ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის უფრო გამოსაყოფად, მეტი მოქნილობის მისაღებად გადავწყვიტეთ, რომ კომპანია გაგვეყო ორად”, - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, გაყოფის პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება „ევექსის“ ფინანსურ მაჩვნებლებს, გასული წელი კომპანიამ შემოსავლების 15%-იანი ზრდით დაასრულა.

„ჩვენი EBIT გაიზარდა, დაახლოებით, 15%-ით და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით . საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში აქამდე 3 მიმართულება იყო: ჯანდაცვის, ფარმაციის და დაზღვევის; ახლა კი იქნება 5 მიმართულებაა: ფარმაცია, დაზღვევა, ჰოსპიტალური და პოლიკლინიკური მიმართულება და ასევე მალევე გვემატება დიაგნოსტიკური მიმართულება“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, მომხმარებელი ბაზარზე ერთი კომპანიის გაყოფით უკეთესს ხარისხს და სერვისს მიიღებს.