მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გაგუა: მთელმა რიგმა რეფორმებმა უნდა გამოიღოს შედეგი და დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა

591eeb520603f
BM.GE
19.05.17 16:54
926
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია. როგორც გაგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავალუტო ფონდის პროგნოზი 3,5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კონსერვატიულია და მთავრობაც ეთანხმება, რომ IMF-ის ახალი პროგრამა კონსერვატიული პროგნოზით დაწყებულიყო.

"მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 4%, აღნიშნული მაჩვენებელი მომავალ წლებში უნდა გაიზარდოს, - ამ ნაწილში აბსოლუტურად გვეთანხმება სავალუტო ფონდი, რომ მომდევნო წლებში ზრდა იქნება მეტი. ამისთვის ბევრი პოზიტიური მოვლენაა, მათ შორის ის გარემოება რომ მთელმა რიგმა რეფორმებმა უნდა გამოიღოს შედეგები და დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა.

რაც შეეხება სავალუტო ფონდს - შინაარსობრივად ჩვენი პროგნოზები არ განსხვავდება, უბრალოდ სავალუტო ფონდის აზრი ის იყო, რომ პროგრამა დაფუძნებულიყო კონსერვატიულ შეფასებებზე. ჩვენ ამაში ვეთანხებით მათ“, - განაცხადა გაგუამ.