13.ივნისი.2018 18:20
ეკონომიკა

Nexia International-ის ევროპის 2019 წლის კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

Nexia International-ის ევროპის 2019 წლის კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს
8-9 ივნისს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა ნექსია ინთერნეშენალის ევროპის 2018 წლის კონფერენცია, რომელიც ქსელის წევრ ოფისებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ახალი პარტნიორული ურთერთობების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ქსელის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კონფერენციის მონაწილეებისათვის გაეზიარებინათ მათთვის საინტერესო თემების შესახებ ინფორმაცია.

„საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებას ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი ბატონი დავით ლომიძე ესწრებოდა, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს, ნექსია თიეისა და ნექსია თიეი აკადემიის შესახებ მომზადებული პრეზენტაციით წარსდგა. ბატონმა დავითმა საქართველოზე ისაუბრა როგორც განსაკუთრებული პოტენციალის მატარებელ ქვეყანაზე ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, ასევე განიხილა მიმართულებები, რა სახითაც ნექსია თიეის შეუძლია ითანამშრომლოს ქსელის წევრ სხვა კომპანიებთან. პრეზენტაციამ ღონისძიებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც ნექსია თიეი და საქართველო ღონისძიებაზე უკონკურენტოდ შეირჩა ევროპის 2019 წლის კონფერენციის ჩატარების ადგილად.

ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი ბატონი დავით ლომიძე: „ნექსია თიეი უკვე 4 წელია ნექსია ინთერნეიშენალის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ქსელში შემავალი კომპანიებიდან ერთ-ერთ გამორჩეულ წევრად მიიჩნევა. ამ 4 წლის მანძილზე კომპანიამ შეძლო და რეკორდული სისწრაფით ზრდის ფონზე 2017 წელს 650 ოფისს შორის წლის კომპანია გახდა. ასეთი შედეგების შემდეგ კი გასაკვირი არც იყო, რომ 2019 წლის ევროპის კონფერენციის ჩატარების ადგილად ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით საქართველომ გაიმარჯვა.

ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მომავალ წელს ვუმასპინძლებთ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელსაც ევროპის ქვეყნები დაესწრებიან. სიმბოლურია, რომ ნექსია თიეი ევროპის 2019 წლის კონფერენციას კომპანიის დაარსებიდან 5 წლის თავზე უმასპინძლებს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება, როგორც ქვეყნის უმაღლეს დონეზე წარმოსაჩენად, ასევე ნექსია თიეისათვის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კავშირისა და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.“ „- განმარტავენ კომპანიაში.



18.ივნისი.2018 19:40
140

"მამუკა ბახტაძე იყო ერთადერთი, ვინც საბანკო სექტორის შესახებ ხმამაღლა განაცხადა"

ვრცლად
18.ივნისი.2018 19:00
103

"მნიშვნელოვანი არა სამინისტროების გაერთიანება, არამედ მათი ფუნქციონალურად შერწყმაა"

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:39
44

სადაზღვევო სექტორი განახლებულ მთავრობასთან კონსულტაციებს გეგმავს

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:13
411

სამინისტროები, რომლებიც შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:00
230

მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში ანაკლიის პორტიც მოხვდა

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:28
928

ბახტაძის პროგრამა: შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი

ვრცლად