14.მარტი.2019 16:02
ეკონომიკა

ნეტო-აღრიცხვაში ჩართული ერთი ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფები ისარგებლებენ

ნეტო-აღრიცხვაში ჩართული ერთი ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფები ისარგებლებენ
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბანს, დასახლებას, სოფელს, შეუძლია განახლებად ენერგიებზე მომუშავე ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით გამოიმუშავოს ელექტროენერგია, მოიხმაროს საჭირო ოდენობა, ხოლო ჭარბი რაოდენობა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს.

ამ შესაძლებლობას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია ითვალისწინებს.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, მსგავსი მიდგომა ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ჯგუფებს, დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადი და უფასოდ მოიხმარონ მათ მფობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია.

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელისათვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება, მომხმარებლებს ნებისმიერ პერიოდში შეეძლებათ. ამასთანავე, ნეტო-აღრიცხვის კიდევ ერთი ახალი რეგულაცია საშუალებას აძლევს სადგურების მფლობელებს მთლიანად აითვისონ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები.

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილების შესაბამისად, მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრდებათ“, - აცხადებენ სემეკში.

ცნობისთვის: „ნეტო აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს, ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ასევე მომხმარებელი/მომხმარებელთა ჯგუფი მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან, ტრანსფორმატორის დაბალ მხარეზე, ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. დღემდე ამ სისტემაში 80 მომხმარებელია ჩართული. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, რომელთაც სურთ ნეტო-აღრიცხვის სისტემით სარგებლობა, უნდა მიმართონ შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას და შეავსონ განაცხადი.
ავტორი: დათო ჯალაღონია



22.მარტი.2019 01:04
134

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
89

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
159

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
185

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
73

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
106

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად