მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ის წარმატებული პროექტები

5b0aafecb448b
მარიამ ადამია
27.05.18 17:23
2148
ნეტფლიქსი მიმდინარე წელს კონტენტის მიმართულებით 8 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს – ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის წლიური ბიუჯეტი. კომპანია ამ ფულით, შვიდასი ფილმისა და სერიალის გადაღებას გეგმავს, თუმცა, სანამ ახალ პროდუქტს შემოგვთავაზებენ, ექსპერტები იმ სერიალების ჩამონათვალს აქვეყნებენ, რომლებშიც ჩადებულმა ინვესტიციამ კომპანიას მოგება მოუტანა.

სიაში მოხვდა სერიალი „გვირგვინი“, რომელიც კარგი რეჟისორული ნამუშევრისა და მსახიობების წყალობით, პირველივე წუთიდან იპყრობს მაყურებლის ყურადღებას და სადაც პირველი ორი სეზონი სრულად ელისაბედ მეორეს მმართველობას დაეთმო: თუ როგორ ამყარებდა ურთიერთობას უინსტონ ჩერჩილთან, ან რა სირთულეების გადალახვა უწევდა მას ოჯახში. სერიალში ასევე ვხვდებით მარგარეტ ტეჩერსა და პრინცესა დიანას გმირებსაც.

მას სიაში მოსდევს, ჯონ დუგლასის წიგნის მიხედვით გადაღებული – „გონებაზე მონადირე“, სადაც მოთხრობილია FBI–ის ყოფილი აგენტის ისტორია, რომელიც პირველი ადამიანი იყო ბიუროში, ვინც კრიმინალების პროფილები შექმნა და აღწერდა მათი ჩვევები, ქცევები და ფიქრები, იმისათვის, რომ სერიული მკვლელების ქმედებების წინასწარი პროგნოზი მოეხდინა. ერთი შეხედვით შესაძლოა მაყურებელს მოეჩვენოს, რომ სერიალში გაცილებით მეტი საუბარია, ვიდრე ქმედება, თუმცა სხვას არც უნდა ელოდოთ, რადგან მთავრი შინაარსი სწორედ ფსიქოპატებთან საუბარშია ჩადებული.

ნეტფლიქსის კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი გამოიკვეთა, სახელწოდებით, „უცნაური ამბები“ , რომელმაც უკვე მოახერხა და ნახევარი მსოფლიო დააინტერესა, ექსპერტები კი გვირჩევენ, თუკი ჯერ არ გაქვთ ნანახი სერიალი, აუცილებლად დაუთმოთ მას დრო. რადგან აქ ერთიანდება სტივენ სპილბერგი, ჯორჯ ლუკასი, სტივენ კინგი და 1980–იანი წლების კიდევ ბევრი ცნობილი შემოქმედი.

ცალკე აღნიშნვნის ღირსია „შავი სარკე“, რომელიც სამეცნიერო–კვლევითი ჟანრისაა და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მათზე ტექნოლოგიურ ზეგავლენებს ასახავს.

საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ასევე, ნეტფლიქსის ნამუშევარს „ნარკობარონსაც“, რომელიც პაბლო ესკოპარის ცხოვრებას გვიყვება და რომელმაც საკუთარი სიტყვა უკვე თქვა სერიალების ინდუსტრიაში.
რეალურად, პაბლო ესკობარზე, არაერთხელ გადაუღიათ სერიალი თუ ფილმი და ბევრჯერ ყოფილა მცდელობაც, თუმცა ასეთი გამოხმაურება და შედეგი ჯერ არცერთს არ მოჰყოლია. დღეისათვის, ნეტფლიქსი სერიალის მეოთხე სეზონზე მუშაობს, რისთვისაც შემოქმედებით ჯგუფს ბევრი წინააღმდეგობის დაძლევაც მოუხდა, რადგან მათ ესკობარების ოჯახი აშანტაჟებდათ. ამას კი პროდიუსერის ასისტენტის სიცოცხლეც კი შეეწირა.

თუმცა გარდა მძაფრსიუჟეტიანი სერიალებისა, სიაში ერთი კომედიური ჟანრიც მოხვდა, სახელად „ყველაფრის ოსტატები“. სადაც აღწერილი სიუჟეტი 30 წლის ინდოელ მსახიობს ეხება, რომელიც ცდილობს კარიერის აწყობას ნიუ–იორკში. მართალია სერიალი მსუბუქი საყურებელია, თუმცა ავტორები არც სერიოზული თემების განხილვას ერიდებიან.

და ბოლოს ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად დასახელდა სერიალი სახელად „ახლა ნარინჯისფერი ყველაზე მოდურია“ . სერიალი ამერიკელი მწერლის ფაიფერ კერმანის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეფუძნება და აღწერილია ქალთა კოლონია, თავისი სირთულეებითა და გამოწვევებით. თუმცა ცხადია ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სერიალებისა, რომლებმაც ნეტფლიქსს აღიარება მოუტანა, სამომავლოდ კი, ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება.