მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში წყალდიდობისას დაზიანებული გზის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დაასრულებს

5c13551162c4e
თელარა გელანტია
14.12.18 11:30
574
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად ადგილზე 20-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუდვილდება, სამშენებლო კომპანია კი, კაშხლის სამშენებლო ტერიატორიაზე მიიღებს წვდომას.

მოსამზადაბელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.