მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში განახლდება

5bc85236cd329
BM.GE
18.10.18 13:27
1013
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია - სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებულ სამუშაოებს განაახლებს. კერძოდ, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტ ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ამავდროულად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე წინა კონტრაქტორის ჩასანაცვლებლად, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.


ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge