13.აპრილი.2016 10:58
საზოგადოება

NDI: მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება არცერთ სამინისტროს მიუღია

NDI: მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება არცერთ სამინისტროს მიუღია
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.
 
არც ერთ სამინისტროს მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება.

მოქალაქეები ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აფასებენ, რასაც მოსდევს იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: 27 პროცენტი მის საქმიანობას აფასებს "კარგად", 42 პროცენტი "საშუალოდ", და მხოლოდ, 6 პროცენტი აფასებს მას "ცუდად".

კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

“ჩვენს ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

“მოსახლეობა უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებით და აცხადებს, რომ ისინი მათ ინტერესებს არ წარმოადგენენ; შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეობა თავიანთ პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით გადაუწყვეტელია. უფრო მეტიც, მოქალაქეებს პოლიტიკაში მეტი ქალის ხილვა სურთ. ამ კვლევის მიხედვით, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო ადგილების სულ მცირე 30 პროცენტი ქალებს უნდა ეკავოთ, მათი ნახევარზე მეტი კი პარლამენტში სავალდებულო გენდერულ კვოტას უჭერს მხარს. პარტიებსა და პოლიტიკოსებს არჩევნებამდე ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა შეძლონ რებრენდინგი, დაიბრუნონ ნდობა და ესაუბრონ ამომრჩევლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.”

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.



12.დეკემბერი.2018 15:02
65

ბიზნესმენი საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს: „დავუკავშირდი საპენსიო სააგენტოს, ყურმილს არავინ იღებს“

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 14:47
107

დაცულია თუ არა vali.ge-ზე თქვენი საბანკო საიდუმლოება?

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 13:30
163

„სასამართლო რეფორმა დასაჩქარებელია... ალბათ გამოვიყენებთ უცხოელ მოსამართლეებს“

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 13:21
42

სოსო ფხაკაძე: გვინდა, უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს საპენსიო რეფორმაზე

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 13:15
46

„პურის ფასს ხელისუფლება არ არეგულირებს, თუმცა მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს“

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 13:04
118

ქობულია აღიარებს, რომ საპენსიო რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაგვიანდა

ვრცლად