მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: მოსახლეობის 42% თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა მათთვის სარგებლის მომტანი არაა

5978421644699
BM.GE
26.07.17 11:16
1154
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 35% ფიქრობს, რომ მათ ევრკავშირში უვიზო მიმოსვლის პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. იმ მოსახლეობის 64%, ვისაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ სმენია თვლის, რომ პროცედურებთან დაკავშირებით საკმარისი ინფომაცია აქვთ. აღსანიშნავია, რომ იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ - აპრილთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

კითხვაზე: „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს?“ რესპოდენტთა 49% თვლის რომ - კი, თუმცა მათი წილი აპრილის გამოკითხვასთან შედარებით შემცირებულია. გაზრდილია იმ მოსახლეობის რაოდენობა, ვინც თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა მისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება, - მათი რაოდენობა 42%-ია, აპრილის 39%-ის ნაცვლად.

NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისიდა - 9 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. მის ფარგლებში სულ 2,261 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.