მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილისთვის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარამდეა

597844d3c6c00
BM.GE
26.07.17 11:26
1324
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილისთვის ყოველთვიური შემოსავალი 301-500 ლარამდეა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

კითხვაზე, გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად დანახარჯებსა და შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი? გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 22% - ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეში 301-500 ლარამდეა. 24%-სთვის ამავე რაოდენობის თანხა იყო მისი ოჯახის დანახარჯი.
181-300 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა გამოკითხულთა 18%-ს, 19%-ისთვის კი ეს თანხა გასული თვის დანახარჯი იყო.

180 ლარამდე შემოსავალი და დანახარჯი ჰქონდა გამოკითხულთა 11%-ს. 13%-ისთვის კი შემოსავალი და დანახარჯი 501-800 ლარის ფარგლებში იყო.
გამოკითხულთა მხოლოდ 9% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეში 801-დან 1200 ლარს შორის მერყეობდა. ეს თანხა მოსახლეობით 7%-ისთვის იყო დანახარჯი.

3%-ისთვის გასული თვის შემოსავალი და დანახარჯი 1201 ლარიდან 1600 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

გამოკითხულთა მხოლოდ 3% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 1600 ლარს აჭარბებდა.

კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. მის ფარგლებში სულ 2,261 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.