მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 51% ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას არ ელოდება

59784683d3948
BM.GE
26.07.17 11:54
806
NDI-ის კვლევის მიხედვით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 51% ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას არ ელოდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

კითხვაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩება.
მოსახლეობის 23%-ს დადებითი მოლოდინები აქვს და ფიქრობს, რომ ნაწილობრივ ან ძალიან გაუმჯობესდება. 10% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდება, 2% კი ძალიან გაუარესებას ელოდება.

კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" გამოკითხულთა 14%-მა გასცა.

NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. მის ფარგლებში სულ 2,261 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.