მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 35% ფიქრობს, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემაა

59784f7b16bf2
BM.GE
26.07.17 13:15
765
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 35% ფიქრობს, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში(მერია, საკრებულო, გამგეობა) კორუფციის პრობლემაა. 38% ამ აზრს არ ეთანხმება, 26%-მა კი არ იცის.

კორუფციის პრობლემაზე უფრო მეტად უსვამენ ხაზს თბილისში. გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემაა. 26% ამ აზრს არ ეთანხმება, 27%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, გამოკითხულთა 46%-ს მიაჩნია, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის პრობლემაა. 30% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 24%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

თბილისის მაჩვენებლები ამ შემთხვევაშიც განსხვავდება. დედაქალაქის გამოკითხული მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის პრობლემაა, 15% ამ აზრს არ ეთანხმება, 17%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება საკრებულოებში, მერიებსა და გამგეობებში პროფესიონალი კადრების პრობლემას, გამოკითხულთა 58% ამ აზრს ეთანხმება, 27% არ ეთანხმება, 15%-მა კი არ იცის. თბილისში კი გამოკითხულთა 78%-ს მიაჩნია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. 14% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 7%-მა კი არ იცის.

NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. მის ფარგლებში სულ 2,261 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.