მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი იზრდება

5bea92be36e02
BM.GE
13.11.18 13:00
717
საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გაზარდა 2040 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის შეფასება 12%-ით წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში ნავთობზე მოთხოვნილება იქნება 106,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. ნათქვამია ორგანიზაცია World Energy Outlook-ის ყოველწლიურ პროგნოზში.

ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის ოდენობის დაახლოებით ნახევარი მოდის ჩინეთსა და ინდოეთზე. ამავე დროს, ინდოეთში მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი შეცმირებულ იქნა ელექტრომობილების გამოყენების ზრდასთან დაკავშირებით.

ასევე ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი იქნება აფრიკა, რომლის მოხმარება პრაქტიკულად გაუთანაბრდება ევრო კავშირის ქვეტნების მოთხოვნილებას.

ასევე გაზრდილია ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი 2025 წლისთვის 8%-ით ანუ 2,1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში. პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს ნავთობზე მოთხოვნილება შეადგენს 102,4 მლნ ბარელს/დღე-ღამეში.

Oilnews