მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების რეფინანსირებას განახორციელებს

565559c997aba
BM.GE
25.11.15 10:38
1450
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი დოლარის ობლიგაციების რეფინანსირებას განახორციელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულება გამოქვეყნდა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" კორპორაციაში განუცხადეს, ობლიგაციების ხელახალი განთავსება 2016 წლის მეორე კვარტალში იგეგმება. კონკრეტულად, რა პირობებით და რა მიზნით შესრულდება აღნიშნული ოპერაცია, ამ ეტპზე უწყებაში კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ. 

შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 250 მილიონი დოლარის ობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2012 წელს განათავსა. ფასიან ქაღალდებს ვადა 2017 წელს ეწურება, შესაბამისად, ობლიგაციების რეფინანსირებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საფონდო ბირჟებზე ობლიგაციების განსათავსებლად პრემიერმა კორპორაციას საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაავალა.ლონდონის საფონდო ბირჟაზე ასევე ივაჭრება საქართველოს სუვერენული ევრობონდები და საქართველოს რკინიგზის ობლიგაციებიც.