მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი იზრდება

5a1685994e596
BM.GE
23.11.17 12:23
1475
გასული კვირის ბოლოდან მოყოლებული ნავთობის ფასი იზრდება, რაც დაკავშირებულია ა.შ.შ-ში ნავთობმოპოვების ზრდასთან და მოლოდინებთან, რომ OPEC-ი გაახანგრძლივებს ნავთობის შემცირებულ მოპოვებას.

ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, პარასკევს, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ნედლი ნავთობის ფიუტჩერსების დეკემბრის თვის ფასმა 2.6%-ით მოიმატა და ბარელი ნავთობის ფასი 56.55$-ით განისაზღვრა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 2.15%-ით მოიმატა და 1 ბარელზე 62.68$ ა.შ.შ დოლარი შეადგინა.

გასული კვირის მონაცემების მიხედვით ა.შ.შ-ში ნავთობის მოპოვება 25.000 ბარელით გაიზარდა და ა.შ.შ-ში დღიურად მოპოვებულმა ნავთობმა 9.65 მილიონი ბარელი შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნავთობის მარაგების მოცულობა უკვე 2 კვირაა გამუდმებით მატულობს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად: ა.შ.შ-ს მიერ ნავთობის მოპოვება მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ნავთობმოპოვების 80%-ს წარმოადგენს.

ნავთობის სერვისული კომპანია Baker Hughes-ის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის პარასკევს საბურღი დანადგარების მოცულობა 738 ერთეულით განისაზღვრა.

ნავთობის ფასებზე გავლენას ასევე ახდენს რუსეთის ფაქტორიც, რომელიც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ OPEC-ის მიერ 30 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარს დაუჭერს ნავთობის შემცირებული მოპოვების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებას.

მიმდინარე წლის მაისის თვეში OPEC-ის წევრი ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ, რომ ნავთობის შემცირებული მოპოვება 9 თვით 2018 წლის მარტამდე გაგრძლედებოდა, რაც ნავთობის დღიურად 1.2 მილიონ ბარელით შემცირებულ მოპოვებას გულისხმობს.