ნავთობის ფასი დაცემას განაგრძობს - ინვესტორების ყურადღების ცენტრში მსოფლიოს რეზერვების ზრდის ნიშნები რჩება, რომელიც ძირს უთხრის ოპეკისა და სხვა მწარმოებლების ფასების მხარდაჭერის მცდელობას.
უკანასკნელი ვაჭრობის შედეგებით, ბარელზე Brent (ICE: Futures On Brent Crude Oil) $47,03 ივაჭრებოდა, ხოლო WTI (NYMEX: Futures On Light Sweet Crude oil) $ 44,54-ზე.
მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის ორივე ბრენდის შეთავაზება დაახლოებით 15%-ით შემცირდა.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც ნავთობის ფასის ზრდას და ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, დღიური წარმოება 2018 წლის მარტამდე 1,8 მილიონ ბარელამდე შემცირდება.