Bank of America - Merill Lynch-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ნავთობის ფასების ვარდნით, სექტორის დანაკარგმა შესაძლოა 3 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინოს, - წერს Bloomberg-ი. ექსპერტების აზრით, ნავთობზე სტაბილურად დაბალი ფასები ნავთობის მწარმოებლებიდან მთელი მსოფლიოს მომხმარებლებზე 3 ტრილიონი აშშ დოლარის გადადინებას განაპირობებს და ეს იქნება სიმდიდრის ერთ-ერთი უმსხვილესი გადაადგილება მსოფლიო ისტორიაში.
"ნავთობის დაბალი ფასების სცენარის შემთხვევაში, თუ ფასები საშუალოდ 40 აშშ დოლარი იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მოხმარება გაიზრდება 1,5 მლნ ბარელით დღე/ღამეში, რაც 0,3 მილიონით მეტია ჩვენს სცენარზე. 20 აშშ დოლარის შემთხვევაში მოხმარება გაიზრდება 1,7 მლნ ბარელით დღე/ღამეში", - ნათქვამია ანგარიშში.