მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ბირჟის მიმოხილვა

5c988ed7a0060
ლევან თაღიაშვილი
25.03.19 13:50
662
ნიუ-იორკის ბირჟაზე შუა კვირაში ნავთობი მცირედით გაძვირდა, თუმცა წინა კვირის ბოლოსკენ, ხუთშაბათს ფასის კორექტირება მოხდა და ამჟამად ბარელის ფასი 59 დოლარია.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოძრაობა იგივე მიმართულებთ წარიმართა, ამჟამად გასულ კვირასთან შედარებით 50 ცენტით უფრო იაფია ნავთობი და მისი ღირებულება 67 დოლარია.

OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა აპრილის შეხვედრა გააუქმეს, სადაც შეთანხმების გადახედვა უნდა მომხდარიყო, რომლის მიხედვითაც, ნავთობის მოპოვება შემცირებულია. მომავალი შეკრება ივნისამდე არ შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი მინიმუმ არ შემცირდება და შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც.

რაც შეეხება საქართველოს, გასული 4 კვირის განმავლობაში ფასები მუდმივად მცირდებოდა, მაგრამ ამჟამად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. არც რთ ნავთობკომპანიას ფასები არ შეუცვლია და ხუთივე მათგანზე გასული კვირის იდენტური მაჩვენებლებია. საუბარია, პრემიუმისა და რეგულარის ტიპის ბენზინზე.

რეგულარის მინიმალური ღირებულება ტოპ-5 ნავთობკომპანიაში 2 ლარი და 22 თეთრია, პრემიუმის კი - 2 ლარი და 32 თეთრი.