მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

5c6a5b3e0e5d9
ლევან თაღიაშვილი
18.02.19 13:00
2785

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ნავთობის ორივე მთავარ ბირჟაზე - ლონდონსა და ნიუ-იორკში ფასებმა მოიმატა. ნიუ-იორკის ბირჟაზე 1 კვირის წინ ნედლი ნავთობის ფასი 52 დოლარსა და 72 ცენტს შეადგენდა; ამჟამად მისი ღირებულება Bloomberg-ის მონაცემებით, დაახლოებით, 56 დოლარია.

რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟას, მატებამ 1 კვირის განმავლობაში 4 დოლარი შეადგინა და ლონდონში ნედლი ნავთობის ფასი 66 დოლარსა და 25 ცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ნავთობის ფასზე მოქმედ ფაქტორებს, Reuters-ის ინფორმაციით, ეს გამოწვეული იყო OPEC-ის ქვეყნების მხრიდან მიწოდების შემცირებით. გამოცემის მიხედვით, ასევე დიდი გავლენა იქონია აშშ-ის ვენესუელაზე დაკისრებულმა სანქციებმაც.

Oanda-ს ანალიტიკოსის ჯეფრი ჰოლის განცხადებით, ნავთობის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საუდის არაბეთმა ყოველდღიური ექსპორტის 500,000 ბარელით შემცირებაზე განაცხადა. გარდა ამისა, ვენესუელამ, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მხოლოდ 1 წელიწადში 600,000 ბარელით შეამცირა ნავთობის წარმოება.

საქართველოში Oilnews-ის ინფორმაციით, Socar-ის პრემიუმი 2.48 ლარი ღირს, რეგულარის შეძენა კი, 2.38 ლარად შეგიძლიათ.

Wissol-ში ეკოპრემიუმის ფასი 2 ლარი და 57 თეთრია, ევრო რეგულარის კი - 2 ლარი და 49 თეთრი.

Lukoil-ში პრემიუმ ავანგარდი - 2.48 ლარი, რომპეტროლში კი, ევრო პრემიუმი 2 ლარი და 57 თეთრი ღირს, Gulf-ში G-Force პრემიუმის ფასი 2 ლარსა და 49 თეთრს შეადგენს; 8 თეთრით განსხვავდება G-Force ევრო რეგულარის ღირებულება, რომელიც 2 ლარი და 41 თეთრია.