14.მარტი.2019 13:58
ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას“

ნათია თურნავა: „ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის „ენერგეტიკა და გარემო" ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები.

„ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნისთვის, იგი წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას, ხოლო ენერგეტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია თანამედროვე საქართველოში," - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიები წარმატებით თანამშრომლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან მომავალი კადრების სტაჟირების და შემდეგ მათი დასაქმების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ენერგეტიკაში განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე დღის წესრიგში დგება ახალი პროფესიების მომზადების საკითხი, რისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქვეყნის უმაღლეს სკოლებში.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რამაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული კომპანიების, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის", „თელასის", „საქრუსენერგოს" წარმომადგენლები, რომლებმაც დააწესეს სპეციალური ჯილდოები კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტებისთვის.

სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება.
ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 01:04
134

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
89

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
159

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
185

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
73

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
106

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად