მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარმანია: პეკინის ქუჩა 90%-ით ცალმხრივი გახდება

597834659e4d6
BM.GE
26.07.17 10:16
1721
პეკინის ქუჩა 90%-ით ცალმხრივი გახდება, - ამის შესახებ „საქმიან დილას“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მერიას 700-მდე რესპოდენტი ჰყავს გამოკითხული. საზოგადოების გამოკითხვის გარდა, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა განთავსდეს ავტობუსების ხაზი და ველობილიკები.

გახდება თუ არა პეკინის ქუჩა ცალმხრივი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

"ჩვენ გამოკითხვას ვატარებთ. 700-მდე რესპოდენტი გამოკითხული გვყავს და მიმდინარეობს გამოკითხვის შედეგების ანალიზი, თუ რამდენად ემხრობა მოსახლეობა პეკინის გამზირის გაცალმხრივებას. ამასთან, ტექნიკური მუშაობა მიდის, იმისთვის რომ გაკეთდეს ავტობუსების ხაზი, ველობილიკი, დამატებით ხეების დარგვა გვნდა. ადგილზე დაიდგმება საპარკე სკამები, გაკეთდება ბუჩქები. გვსურს, რომ მოძრაობა უფრო კომფორტული იყოს", - ამბობს ნარმანია.