მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარმანია: არ გამოვრიცხავ პეკინის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივი დარჩეს

5973562ed7f9c
BM.GE
22.07.17 17:40
909
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთების შესაძლებლობაზე კვლევა მიმდინარეობს. ნარმანია არ გამორიცხავს, რომ პეკინზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი დარჩეს.

"არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ