მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმებული კანონპროექტი კომიტეტს 7 ივნისამდე უნდა წარედგინოს

5b067b9656c3f
BM.GE
24.05.18 12:39
591
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით კონსენსუსის რესურსი კვლავ არსებობს.

"იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას და გადავდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმ პრინციპების საკანონმდებლო დონეზე ასახვისკენ, რაზეც ვსაუბრობთ“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ გადაცემაში "საქმიანი დილა".

მისი თქმით, დღეს ნარკოდამოკიდებულების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულებაა.

„არ შეიძლება შპრიცზე ნარჩენი ნივთიერების გამო ადამიანი 5-8 წელი იჯდეს ციხეში, ეს მიუღებელია და არც საზოგადოებრივ მიზანს ემსახურება და არც იმ ადამიანის გამოსწორებას. ციხე არ არის რეაბილიტაციის საშუალება და ციხით ვერავის გამოასწორებ, ამაზე ყველა ვთანხმდებით“,-განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები იმუშავებენ იმაზე, თუ ბიუჯეტის რა ნაწილი დაიხარჯება ამ მიმართულებით.

ზოიძის განმარტებით, ცვლილებების შეთანხმებული პროექტი იურიდიულ კომიტეტს 7 ივნისამდე უნდა წარედგინოს.