09.აგვისტო.2018 12:52
საზოგადოება

„ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა“

„ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა“
"საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

"შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა სრულად იქნას დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე - ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულთა მკურნალობას და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



21.აგვისტო.2018 19:44
114

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

ვრცლად
21.აგვისტო.2018 17:00
141

RMG სამ წელში გარემოს დაცვითი სამუშაოებისთვის 30 მილიონის დახარჯვას გეგმავს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:30
245

ბათუმში ხმაურის გადაჭარბებისთვის 40-მდე ობიექტი დაჯარიმდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:00
251

ბორდიურებზე მაგიდების განთავსებისთვის ბათუმში კაფე-ბარები დააჯარიმეს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:21
281

მაია ცქიტიშვილს ქუთაისში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე შენიშვნები აქვს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:02
66

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

ვრცლად