მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო აფერხებს"

5b53a32e82ad2
ელენე გოგბერაშვილი
22.07.18 11:00
2360

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი ისევ შეჩერებულია. ინვესტორს ეჭვი აქვს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო პროექტის განხორციელებას ხელს მიზანმიმართულად უშლის.

თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელება კომპანია “კა დე ვე ჯორჯიას” ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში უნდა დაეწყო, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნის ხელშეკრულებაში გათვალისწინებამდე პროექტის დაწყება ვერ ხერხდება.

„კა დე ვე ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ვაჟა სამადბეგიშვილი BM.GE-თან განმარტავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ვალდებულებას იღებს, გარემოს დაცვის სამინისტრო კი ხელშეკრულებაში მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების ჩადებას და სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავების გათვალისწინებას ითხოვს, რასაც, მისი თქმით, სხვა ტექნოლოგია სჭირდება.


“როგორ უნდა მოხდეს ამ ვალდებულების გაწერა, პასუხს  არც გარემოს დაცვის სამინისტრო გვაძლევს და არც მერია”-აცხადებს სამადბეგიშვილი.


მისი თქმით,  პროექტის განხორციელებით ბევრია დაინტერესებული, შესაბამისად არსებობს ეჭვი, რომ მათი ხელის შეშლა მიზანმიმართულად ხორციელდება. აღნიშნულ საკითხზე ‘კა დე ვე ჯორჯია“ საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური ბრიფინგის ჩატარებასაც გეგმავს.


ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ღირებულება 81 მილიონი დოლარია. პროექტი ორ ტერიტორიას მოიცავს - ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტშია, ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში. თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ  "თბილსერვის ჯგუფის" მიერ შეგროვებული ნარჩენები უნდა გადაამუშაოს.