მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაქსოვი ტანსაცმლის ქართული ბრენდი პროდუქციას საექსპორტოდ ამზადებს

5b4b09b832206
კესო კაციტაძე
15.07.18 17:00
892
ქართული ხელნაკეთი ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდმა ‘წაღმა-უკუღმა’ პირველი საზაფხულო კოლექცია ჩაუშვა გაყიდვაში. სტარტაპი ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და მუშაობს როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი ძაფით შექმნილ სამოსზე.

“მოთხოვნა იმაზე მაღალია ვიდრე წარმოვიდგენდით, განსაკუთრებით საახალწლოდ მომიწია ბევრ შეკვეთაზე უარის თქმა, რადგან მზა პროდუქტი ფიზიკურად არ ჩერდებოდა სახელოსნოში. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით და ამიტომ ახლა აქტიურად ვემზადებით. ვმუშაობ საშემოდგომო და ზამთრის კოლექციებზე, რომელსაც მომხმარებელს სექტემბრიდან შევთავაზებთ” აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი ქეთო ვეშაგური.

ახალ საზაფხულო კოლექციას “წაღმა-უკუღმა” თხელი და გრილი მასალით ქმნის, რომელიც ჰაერს ატარებს. ამჟამად მიმდინარეობს მუშოაბა ბავშვების საზაფხულო კოლექციაზეც.

“რეალურად ხელის შემშლელი ამ მომენტში მხოლოდ ისაა რომ ფართები არის ძალიან ძვირი. გაფართოებისთვის შესაბამისი ფართის ქირაობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც სტარტაპისთვის საკმაოდ რთულია. ჯერჯერობით არ მიმიმართავს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ სტარტაპებისთვის ხელის შეწყობის კუთხით, რადგან აქამდე შეკვეთების რაოდენობებს ვუმკლავდებოდი. თუმცა, ვფიქრობ წელს უკვე დამჭირდება და დავფიქრდები რომელიმე მსგავს კომპანიასთან თანამშრომლობაზე.” განმარტავენ კომპანიაში.

სამომავლოდ “წაღმა-უკუღმა” გეგმავს ახალი ხაზის დამატებას , სახელოსნო-მაღაზიის გახსნას და მომავალი სეზონიდან პროდუქციის ექსპორტზე გატანას.