მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზია პატარკაციშვილი: Imedi-ის 100%-იანი წილის გასხვისების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ

5adddf3c29bd4
BM.GE
23.04.18 17:25
1316
"ინფორმაციას „იმედის“ 100%-იანი წილის გასხვისების შესახებ არ ვფლობ, ამიტომ ვერაფერს დაგიდასტურებთ" - ამის შესახებ მზია პატარკაციშვილმა bm.ge-ის განუცხადა. პატარკაციშვილი ამ ეტაპზე ვერც იმას ადასტურებს დაიწყო თუ არა ტელეკომპანიის გასხვისებაზე მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ BMG-ის ინფორმაციით, HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. ტელეკომპანია იმედის 100 % ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ.

არხის მფლობელების ცვლილებაზე განცხადება ჯერჯერობით არ შესულა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.