01.თებერვალი.2016 12:40
ბიზნესი

მწვანე ბაზარი, - თბილისში ხილ-ბოსტნეულის სახლში მიტანის სერვისი ამოქმედდა

მწვანე ბაზარი, - თბილისში ხილ-ბოსტნეულის სახლში მიტანის სერვისი ამოქმედდა
"მწვანე ბაზარი" მომხმარებელს ხილ-ბოზტნეულის სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს. როგორც "საქმიან დილას" კომპანიის დამფუძნებელმა, დავით დანელიამ განუცხადა, აღნიშნული საქმიანობა შპს "მწვანე ბაზარმა" 15 იანვრიდან დაიწყო და კომპანიის ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სერვისის დანერგვის იდეა კი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გაჩნდა. დანელია აღნიშნავს, რომ თუ თბილისის მასშტაბით, შეკვეთა 25 ლარს აღემატება, მიტანის სერვისი უფასოა. სხვა შემთხვევაში კი ფასი უბანზეა დამოკიდებული. 

"15 იანვრიდან დაწყებულ სერვისს უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. პოპულარიზაციას რაც შეეხება, ძალიან დაგვეხმარა სამარშუტო ტაქსებში განთავსებული შიდა მონიტორები, სადაც ერთადერთი რეკლამა გავუშვით და დაახლოებით 2-3 დღეში ჩვენთან ზარები დაიწყო. იდეა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე გაჩნდა, მაგრამ გამოვყოფდი საცობების თემას და მთავარი მიზეზი ერთი კონკრეტული ფაქტი იყო. ერთ დღეს კომპანიის დირექტორის ფეხმძიმე მეუღლემ დაგვირეკა და პროდუქტების მიტანა გვთხოვა. ჩვენ მისვლას ვერ ვახერხებდით და სადაც შეიძლებოდა ყველგან დავრეკეთ და ასეთი მომსახურების სერვისი არ არსებობდა. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ასეთი კომპანიის დაფუძნება. შეხება გვაქვს გორთან, მარნეულთან, გარდაბანთან და ვაპირებთ, დასავლეთ საქართველოშიც გადავინაცვლოთ, რადგან პროდუქტი მოთხოვნადია და უფრო ვფართოვდებით. ჩვენ პირადად გლეხებთან გვაქვს კომუნიკაცია და ჩვენი პრიორიტეტი ის არის, რომ მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტს ვიღებთ. თვითონ ჩავდივართ და საქმე ისე ავაწყვეთ, რომ გლეხები განსაკუთრებულ პროდუქტს გვახვედრებენ", - აღნიშნავს დავით დანელია. მისი თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში გაფართოვებაც შედის, კერძოდ კომპანია იჯარით რამდენიმე ტერიტორიიის აღებას გეგმავს, საიდანაც დედაქალაქის მომარაგება მოხდება.

ყველაზე მოთხოვნად უბნებად კომპანიის დამფუძნებელი ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდასა და დიღომს ასახელებს. კომპანიის მუშაობაში სოციალური ქსელი უკვე ჩართულია და დაახლოებით ათ სამუშაო დღეში "მწვანე ბაზარს" პირადი ვებ-გვერდიც ექნება, საიდანაც მომხმარებელს შეკვეთის გაკეთება შეეძლება.



16.თებერვალი.2019 11:20
1719

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2206

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
113

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
963

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად