მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურთაზ კიკორია სებ-ს ტოვებს

5ba21a76e5667
თამუნა დემეტრაშვილი
19.09.18 13:43
2806
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან მიდის. კიკორიამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადება უკვე დაწერა და ის საკანონმდებლო ორგანოშია შეტანილი. განცხადებაში მითითებულია, რომ კიკორია თანამდებობას 30 ნოემბრიდან დატოვებს.

ინფორმაცია BMG-ს ეროვნულ ბანკშიც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, კიკორია თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, მურთაზ კიკორიას მომდევნო 6 თვის განმავლობაში საფინანსო სექტორში საქმიანობა ეკრძალება. სად გააგრძელებს ის მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.

,,ეროვნული ბანკის“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ა/წ 30 ნოემბრიდან.“-ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში.

,,ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ 2 თვით ადრე მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამასთანს საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2016 წლის დეკემბერში გახდა.

2008-2009 წლებში კიკორია „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში კი, ამავე ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2012-2014 წლებში „ალდაგი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, 2014-2015 წლებში „საქართველოს ბანკის“ ფინანსური დირექტორის, 2015-2016 წლებში კი, „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.