მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის წესი დაამტკიცა.
დადგენილება 1 ივლისიდან შედის ძალაში.
იერარქიული რანგისათვის შესაბამისი სპეციალური მოთხოვნების დადგენის მიზანია თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნის დონის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების განსაზღვრა.
პირველი რანგისათვის (მაღალი მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები :
პირველი რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
მეორე რანგისათვის (საშუალო მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
მეორე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სპეციალობით ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
მესამე რანგისათვის (უფროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
მესამე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
მეოთხე რანგისათვის (უმცროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
1. მეოთხე რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნაა სრული ზოგადი განათლება.
2. მეოთხე რანგისათვის სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.