მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირებას სთხოვენ

5b542e2a732fd
ელენე გოგბერაშვილი
22.07.18 13:00
1220
2004 წლიდან 2017 წლამდე ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ერთი ტონაზე შეადგენდა 250 ლარს, დიზელის შემთხვევაში კი 150 ლარს. 2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის გადასახადი ბენზინის შემთხვევაში გაორმაგდა და  გახდა 500 ლარი, დიზელის შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზარდა; 150 ლარს დაემატა 250 ლარი და გახდა 400 ლარი. შედეგად საცალო ქსელში საწვავი 20-25 თეთრით გაძვირდა.
 
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, თუ ჩვენ განვიხილავთ საცალო ქსელში საწვავის ფასის ფორმირების დროს გარკვეულწილად  ჩარევას იმ კუთხით, რომ შესაძლებელი გახდეს ფასების შემცირება, ყველაზე დიდი რეზერვი არის აქციზის გადასახადი.
 
“თუ დიზელის საწვავზე მოხდება აქციზის გადასახადის შემცირება, ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ ტიპის საწვავს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა და გადაზიდვების დროს მოიხმარენ. მას იყენებს ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკონომიურ საქმიანობას ეწევა. საწვავის ფასი ჩადებულია პროდუქციის წარმოების კომპონენტში, რომელიც პროდუქციას აძვირებს. თუ აქციზის განაკვეთი შემცირდება, ამ შემთხვევაში გარანტირებული იქნება დაბალი ფასი, რაც ფასთწარმოქმნის პროცესში დადებით როლს ითამაშებს”-აცახდებს ვანო მთვრალაშვილი.
 
ნავთომკომპანიების წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს არის მათი რეკომენდაცია მთავრობას, რადგან სწორედ აქციზის განაკვეთის შემცირებაში ხედავენ ბერკეტს მოხდეს საწვავის ფასების კორექტირება.