08.ნოემბერი.2018 17:04
საზოგადოება

მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა

მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა
საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს.

„ახალი რეგლამენტი არ ეხება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელებს.

რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან.

წარდგენილი პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება.

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით.

განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების ვადა 2019 წლის პირველი აპრილიდან. ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე“, - განმარტავენ სამინისტროში.



21.იანვარი.2019 01:14
189

კალაძის თქმით, ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობების შესახებ ცვლილებები იგეგმება

ვრცლად
20.იანვარი.2019 20:33
119

ბახტაძის განკარგულებით, მთავრობა 10,000 კოლოფ ტამიფლუს ყიდულობს

ვრცლად
20.იანვარი.2019 17:39
148

სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბელგიაში გამართავს

ვრცლად
20.იანვარი.2019 15:50
100

სასამართლომ გაზის აფეთქების საქმეზე ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა

ვრცლად
20.იანვარი.2019 14:44
72

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ვრცლად
20.იანვარი.2019 14:15
647

საქართველოში წარმოებული შინაური ცხოველის საკვები ევროკავშირში გაიყიდება

ვრცლად