მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შრომის ბაზრის ანალიზის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

596c86d75cf27
სალომე მეცხვარიშვილი
17.07.17 13:41
1387
მთავრობამ შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის მიზანია, საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება, სრულყოფა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 524 000 ლარით. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი.

პროგრამის ფარგლებში მოხდება:

ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება;
ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია;
გ) საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების იდენტიფიცირება;
ე) სისტემის მომხმარებლებისათვის ანგარიშის მომზადება;
ვ) სისტემაზე საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია:

ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) სოციალური პარტნიორები;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციები;
დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
ე) სამუშაოს მაძიებლები;
ვ) ბიზნესსუბიექტები;
ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები;
თ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.