მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების წესი დაამტკიცა

5b77f05a64e01
თელარა გელანტია
18.08.18 14:06
1060
საქართველოს მთავრობამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი დაამტკიცა.

დადგენილება #426 საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაზე აწერს.

დადგენილების მიხედვით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება 5 წლით.

დოკუმენტის თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს საჯარო ინფრასტრუქტურისა და საჯარო მომსახურების ნებისმიერ სექტორში, გარდა წიაღის, ნავთობისა და გაზის სექტორებისა და მასთან დაკავშირებული კვლევა-განვითარების ან/და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სექტორში პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კონცესიას. (კონცესია - საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს)

ასევე, საჯარო და კერძო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის მხრიდან კერძო პარტნიორისთვის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება/სარგებლობაში გადაცემა/მართვის უფლებით გადაცემა ან/და პროექტის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საჭირო ლიცენზიის ან ნებართვის აღებაში მხარდაჭერა არ განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობად.

უფრო დეტალურად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის გაცნობა საკანონმდებლო მაცნეზეა შესაძლებელი.