16.მარტი.2019 11:37
ეკონომიკა

მთავრობამ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

მთავრობამ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 500 -ზე მეტი ბინა შეისყიდა. აქედან 509 ბინა -თბილისში, ხოლო 38 ბინა კი - გორში მდებარეობს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით, მოხდა.

კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა.

მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული. ამ ეტაპზე, სამინისტრომ თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი საცხოვრებელი ფართები შეიძინა, რადგან სამოთახიანი ბინები გასულ წელს უკვე შეისყიდა.

ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ მიიღო, რომლის მუშაობის პროცესშიც ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს" (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები.

მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 800 ბინა თბილისში, 25 - ხაშურში და 20 - მარნეულში, რომლებიც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.
ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 01:04
150

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
90

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
169

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
192

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
77

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
109

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად