მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხის სამ ქუჩაზე წყლის შემკრები და სანიაღვრე არხები გაკეთდება

BM.GE
01.07.19 12:13
707
სანიაღვრე არხები, კოლექტორები და ნაპირსამაგრი კედლები იმ ქუჩებზე გაკეთდება, სადაც ძლიერი წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიები იტბორება. ეს არის თამარაშვილის, ხაშურის და ივერიელის ქუჩები. ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წინადადებების მიღება 25 ივნისს დაიწყო და დღეს, 28 ივნისს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ე.წ მლაშიხევის არხზე და მარდიჩაის ღელეზე წყლის შემკრები გაკეთდება, თამარაშვილის ქუჩაზე კი სანიაღვრე არხები მოეწყობა.