მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სკოლების ინფრასტრუქტურისთვის დაფინანსებას აორმაგებს

5be1a73460b12
თამუნა დემეტრაშვილი
06.11.18 18:36
1132
მთავრობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისთვის დაფინანებას თითქმის აორმაგებს და ეს იმ პირობებში, როცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარია ათვისებული. 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაფინანსება 30 მილიონით გაიზარდა და 120 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე თითქმის 2-ჯერ მეტია. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ხაზინის მონაცემების მიხედვით, წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტიდან (69 მილიონი) მხოლოდ 35 მილიონი ლარია ათვისებული.

2019 წლის ბიუჯეტით, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული დაფინანსებაც და ის 18 მილიონს შეადგენს. ეს მაჩვენებელი, მიმდინარე წლის გეგმას 2-ჯერ და მეტად აჭარბებს, თუმცა რეალური ათვისება ამ შემთხვევაშიც დაბალია. წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებული 8,2 მილიონი ლარიდან, ბოლო მონაცემებით პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურაზე, მხოლოდ 5 მილიონია დახარჯული.