მთავრობა საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე მუშაობს, - აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, საზღვრისპირა რეგიონებში ე.წ. „მომავლის სოფლების“ აშენება იგეგმება, სადაც ცხოვრებას დევნილებსა და ვეტერანებს შესთავაზებენ.
"ვმუშაობთ საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. გვაქვს იდეა, რომელიც ისრაელის გამოცდილებიდან გვსურს გადმოვიღოთ, ეს არის ე.წ. „მოშავის“ იდეა, რაც გულისხმობს საზღვრისპირა რეგიონში „მომავლის სოფლის“ აშენებას. ამ იდეაზე ვმუშაობთ და ჩვენი სურვილია, რომ ვეტერანებსაც და დევნილებსაც შევთავაზოთ ამ რაიონებში დასახლება და მათთვის განსაკუთრებული პირობების მიცემა“, - განაცხადა პრემიერმა.