მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რთველს აღარ ასუბსიდირებს, თუმცა ყურძნის შესაძენად 30 მილიონს სახელმწიფო კომპანიას აძლევს

5ba113b111e66
თამუნა დემეტრაშვილი
18.09.18 20:30
1309
მთავრობის განცხადების მიუხედავად, რომ წელს რთველის სუბსიდირება აღარ მოხდებოდა, ბიუჯეტის ფული ამ მიმართულებით მაინც დაიხარჯება. 30 მილიონს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარხანა ,,აკურა“ მიიღებს. საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მოტივით, გამარტივებული შესყიდვის უფლების გამოყენების საკითხი, ამჟამად შესყიდვების სააგენტოში განიხილება, გადაწყვეტილება უწყებამ 20 სექტემბრამდე უნდა მიიღოს. თანხმობის შემთხვევაში ,,აკურამ“ აღნიშნული ფულით ის ყურძენი უნდა შეიძინოს, გადაამუშაოს და დაასაწყობოს, რომელსაც კერძო კომპანიების კუთვნილი ქარხნები აღარ ჩაიბარებენ. შესყიდვები გავრცელდება, როგორც კახეთის, ისე რაჭა-ლეჩხუმის რაიონებზე. გამარტივებული შესყიდვის უფლების მინიჭებას ,,აკურა“ იმ მოტივით ითხოვს, რომ წინასწარ შეუძლებელი იყო განესაზღვრათ, რა რაოდენობის ყურძენი დარჩება გაუყიდავი.