მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რეგიონებში უშუქოდ დარჩენილთათვის მზის პანელების გადაცემას გეგმავს

5c6d13368bc75
დათო ჯალაღონია
20.02.19 12:42
724
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მაღალმთიანი დასახლებების მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრა, რაც მთავრობას დაგეგმილი აქვს.

„ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იდენტიფიცირებას იმ საჭიროებების, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ მთას აქვს. იცით, რომ მთის ფონდის ნახევარი - 10 მლნ ლარი სწორედ ინფრასტუქტურული პროექტების განვითარებისთვის არის მიმართული მაღალმთიან რეგიონებში. გარდა ამისა, სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის ნაწილშიც ვცდილობთ, რომ იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ აუცილებელი მიმართულებებისა, რომლის განვითარება არის საჭირო.

ამ თვალსაზრისით, მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტიზაცია და ჯერ კიდევ უშუქოდ დარჩენილი ოჯახების ელექტროენერგიით მომარაგება მზის პანელების მეშვეობით დაგეგმილი გვაქვს 2019-2020 წლებში“, – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მნიშვნელოვანი ინიციატივაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის შექმნა, ისევე როგორც ინიციატივა მთის კვირეულის დაარსებასთან დაკავშირებით.