მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ონალინ თამაშების აკრძალვის საკითხზე მსჯელობს

59b14c68352ff
ელენე გოგბერაშვილი
07.09.17 17:38
1746
სათამაშო ინდუსტრიის საქმიანობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს გარდა პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფიც მუშაობს. უწყებისგან განსხვავებით აღნიშნული ჯგუფი სექტორის რეგულირების რადიკალური გადაწყვეტის მომხრეა და თვლიან, რომ ონლაინ თამაშები უნდა აიკრძალოს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი გვიდასტურებს, რომ განიხილება აკრძალვის საკითხიც და მიდის ამ გადაწყვეტილების ანალიზიც, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ამბობს, რომ ასეთი აკრძალვითი მექანიზმი რეალურად არ მუშაობს.

"ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს და რამდენად ეფექტურად შეიძლება ონლაინ თამაშების აკრძალვის გაკონტროლება. დღეს არსებული მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამის შესაძლებლობა ეფექტურად არ არსებობს ან არსებობს იმ შემთხვევასი, თუ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იქნება დახარჯული ასეთი ტიპის კონტროლის განხორციელებისთვის. პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიების განვითარების პირობებში მარტივადაა გვერდის ავლა ასეთი ტიპის რეგულაციების წინაარმდეგ. მეორე ალტერნატივაა ინტერნეტის სრული კონტროლი, რომლის მიზანშეწონილობაზე დამატებით კიდევ სამსჯელოა. ამის ფისკალური ნაწილი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული", - განმარტავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი.

სათამაშო ბიზნესის რეგულირების საკითხზე ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო მუშაობს. საკანონმდებლო ინიციატივები აქვს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფსაც. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სათამაშო ინდუსტრიის რეგულირების საკანონმდებლო დოკუმენტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.